გიორგი ამილახვარი სქემასა და მასწავლებელთა გამოცდებზე - შეხვედრის დეტალები
30-05-2023
გიორგი ამილახვარმა მასწავლებელთა მორიგ ჯგუფს უმასპინძლა და მათ კონკრეტულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ინფორმაცია პირადად მიაწოდა.
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მასწავლებლებთან მორიგი შეხვედრა გამართა, მოისმინა მათი მოსაზრებები სკოლებში არსებული გამოწვევების შესახებ და პედაგოგებს კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების არსი და მიზნები განუმარტა.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს, როგორებიცაა: პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დახვეწა, მასწავლებელთა გამოცდები, სასკოლო სახელმძღვანელოების გაუმჯობესება, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს განვითარების ხელშეწყობა და სხვა.
გიორგი ამილახვარის ინიციატივით, ზოგადი განათლების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე დროული და ეფექტიანი რეაგირების მიზნით, მასწავლებლებთან შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება“, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.