სატელევიზიო ინტერვიუს დროს, განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა იმ ცვლილებებზე ისაუბრა, რომელსაც საგანმანათლებლო სისტემაში გეგმავს:
„ვიბრძოლებ, მაქსიმალურად მაღალი ხელფასი ჰქონდეთ მასწავლებლებს - ეს უწყვეტი პროცესია“
პირველი - ეს გახლავთ მასწავლებელთა კარიერული წინსვლის სქემა, რომელზეც, მინისტრის თქმით, მუშაობს სპეციალური ჯგუფი: „ვმუშაობთ, შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რათა კიდევ უფრო მოქნილი გავხადოთ კარიერული სქემა...“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა;
მეორე ცვლილება, რომელიც სკოლების კომპონენტში განიხილება, სახელმძღვანელოების გრიფირებაა: „საზოგადოების კითხვებს გავცემთ პასუხს, ან პირიქით, გავაბათილებთ იმ მოსაზრებას, რომ რაღაც პრობლემა გვაქვს სახელმძღვანელოებში“;
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ კვლავ შეიცვლება პირველ კლასში მოსწავლეთა მისაღები ასაკი და „დაახლოებით 2 წელიწადში, პირველკლასეში იმ მოსწავლეებს მიიღებენ, ვისაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდება“.
ასევე იგეგმება სკოლებში სასწავლო პროგრამისა და უმაღლესი განათლების დაფინანსების წესის გადახედვა მოქმედი სისტემა არის სტუდენტთა რაოდენობაზე მობილიზებული, ვინაიდან ამის უკან დგას ფინანსები, მაგრამ გვინდა შევცვალოთ და მოვარგოთ ხარსხისა და შედეგებს“.
ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილებაა ის, რომ სამინისტრო გეგმავს მოსწავლეთა სწავლის ხარისხის „გაზომვას“, ოღონდ ჯერჯერობით გაურკვეველია რა მექანიზმებს გამოიყენებენ ამისთვის - დაინიშნება გამოცდები თუ იქნება მხოლოდ ტესტირება.