მასწავლებლების საყურადღებოდ - შეგიძლიათ გააუქმოთ გამოცდის რეგისტრაცია
29-05-2023
იმ მასწავლებლებს, რომლებსაც „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ 26-ე მუხლით გათვალისწინებული წესით შეეცვალათ ან წლის ბოლომდე შეეცვლებათ სტატუსი, შეუძლიათ განაცხადის საფუძველზე გააუქმონ მასწავლებლის საგნის გამოცდაში მონაწილეობის რეგისტრაცია და რეგისტრაციისათვის გადახდილი თანხა უკან დაიბრუნონ.
 
განაცხადები მიიღება 29 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში  (მისამართი: თბილისი, ე. მინდელის ქუჩა N9), ხოლო რეგიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში. 
 
გაითვალისწინეთ, რომ განაცხადს რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე უნდა დაურთოთ:
  • შევსებული ფორმა თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით (იმ ველების შევსება, რომელთა შესახებაც ინფორმაცია არ გაქვთ, მაგ.: საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათის კოდი და სხვ. სავალდებულო არ არის);
  • გამოსაცდელის/გადამხდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სხვა პირია - წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მინდობილობა, ან მშობლის შემთხვევაში, არასრულწლოვანი პირის დაბადების მოწმობა);
  • ბანკის მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტები, სადაც მითითებული იქნება ბანკის კოდი, ანგარიშის ნომერი და ანგარიშის დასახელება, აგრეთვე, ანგარიშის მფლობელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. 
თანხა თქვენ მიერ მითითებულ ანგარიშზე ჩაირიცხება განცხადებების მიღების დასრულებიდან ერთი თვის ვადაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203