ვაჭევის საჯარო სკოლიდან ერთადერთი კურსდამთავრებული დიდი სიყვარულით გააცილეს
29-05-2023

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჭევის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ მხოლოდ ერთი მეთორმეტეკლასელისთვის დაირეკა. 

მცირეკონტინგენტიანმა სკოლამ კიდევ ერთი მოსწავლე აღუზარდა ქვეყანას და ახალი ცხოვრებისკენ მიმავალი გზა დაულოცა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლე სკოლიდან ღონისძიებით გააცილეს.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას დეპუტატი დავით ყიფშიძე და სოფლის გამგეობა ესწრებოდნენ, მათ სასკოლო საზოგადოება დაფასებისთვის მადლობას უხდის.

ღონისძიება ძალიან დასამახსოვრებელი და ემოციური იყო, როგორც კურსდამთავრებულისთვის, ასევე პედაგოგებისთვის, მათ ერთად  გაიხსენეს 12 წლის მანძილზე დაგროვილი მოგონებები.

სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეები ბავშვებით სავსე სასკოლო გარემოს იმსახურებენ, სადაც მუდამ ჟრიამული იქნება. 

„მადლობა იასონ მასწავლებელს ღონისძიების ორგანიზებისთვის, მან მასში დიდი შრომა ჩადო და ჩვენამდე ასე ლამაზად მოიტანა, თითოეული მასწავლებლის ხელშეწყობა, მოსწავლეების მხრივ დასაფასებელია“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო: 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203