გავაზის საჯარო სკოლის მოსწავლეების ემოციური დღე სერჟანტთა აკადემიაში
03-05-2018
გავაზის საჯარო სკოლის ოთხი მოსწავლე კოჯრის გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიას სტუმრობდა. ისინი კონკურსში - „წერილები ჯარისკაცებს" შეარჩიეს. მოსწავლეებს ჯარისკაცული, მაგრამ თბილი, მეგობრული და უშუალო გარემო დახვდათ. 

აკადემიის ხელმძღვანელმა და სხვა სამხედრო პირებმა გულთბილი მისალმებისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში გამართული შეხვედრის შემდეგ,  მათ ავღანეთის თემაზე შექმნილი დოკუმენტური ფილმი უჩვენეს, რომელიც მეტად ამაღელვებელი და შთამბეჭდავი იყო. 

მოსწავლეებს  ავღანეთიდან ქართველი მშვიდობისმყოფელების მიერ მომზადებული საპასუხო ბარათები გადაეცათ. ამის შემდეგ, სამხედრო წესით - მწყობრი ნაბიჯით, ყველა სასადილო დარბაზისაკენ გაემართა, სადაც ყოველი მიწვეული სტუმარი მაგიდასთან ჯარისკაცთან ერთად განთავსდა. სადილის  დასასრულს მოსწავლეები  ათეულებად და ათმეთაურებად გადანაწილდნენ, რომ  კარგად ორგანიზებულ სპორტული თამაშებში მონაწილეობა მიეღოთ.

ბოლოს, ყველა მიწვეულ სტუმარს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. თითოეული სტუმრისათვის ეს იყო განსაკუთრებული ერთი დღე ჯარისკაცის ცხოვრებით.

სკოლა ამ პროექტისა და ღონისძიების ორგანიზატორ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მადლობას უხდის.
 
იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203