თელავის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მუსიკალური სპექტაკლი დადგეს
03-05-2018
მეფე ერეკლე II-ის სახელობის ქალაქ თელავის N1 საჯარო სკოლის IIIა კლასის მოსწავლეებმა (კლასის ხელმძღვანელი მაია ახმეტელი)  მუსიკალური სპექტაკლი "უღრანი ტყის ზღაპრები" წარმოადგინეს.

სცენარი წელს შესწავლილი ზღაპრების მიხედვით შეიქმნა (ჭ.ამირეჯიბი - "ჭორიკანი კაჭკაჭი" და ესტონური ზღაპრები - „როგორ დამუნჯდნენ ხეები“). 

ბავშვებმა საყვარელი პერსონაჟები დიდი მონდომებითა და ხალისით წარმოადგინეს. 

სკოლის დირექციის ცნობით, ღონისძიება შთამბეჭდავი იყო. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203