ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის „ნორჩ რეინჯერთა“ კლუბის პროექტით სანერგე გაშენდა
03-05-2018

ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის „ნორჩ რეინჯერთა“ კლუბის პროექტი -  „სანერგე მეურნეობის გამართვა სკოლის მოსწავლეების ცოდნის ამაღლების მიზნით“ მტირალასა და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის მიერ მაქსიმალური 500 ლარით დაფინანსდა.

ასოციაციისა და სკოლის თანადაფინანსებით 2500 მ2 ფართობზე გაშენდა სანერგე, სადაც სხვადასხვა ჯიშის მცენარეებია წარმოდგენილი. კლუბის წევრებმა თავად მიიტანეს და დარგეს ნერგები.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სანერგე მეურნეობას ექნება ასევე შემეცნებითი და სასწავლო–აღმზრდელობითი დატვირთვა.

„საბუნებისმეტყველო კათედრის მასწავლებლები გაკვეთილებს განსხვავებულ გარემოში ჩაატარებენ, რაც თანამედროვე ტიპის გაკვეთილს გულისხმობს – სწავლა კეთებით. მოსწავლეები თავად ჩაერთვებიან ყველა აქტივობაში. დააკვირდებიან მცენარეთა აღმოცენებას, დაკვირტვის პროცესს, როგორ მოუარონ სხვადასხვა ჯიშის მცენარეებს და გაამრავლონ ისინი. ამით მოსწავლეები პრაქტიკულ უნარ–ჩვევებსა და გამოცდილებას შეიძენენ. სანერგე იქნება წყარო სკოლის სკვერისა და მიდამოს განაშენიანება – გამწვანებისათვის“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

„ნორჩ რეინჯერთა“ ლიდერები არიან ნინი შამილიშვილი და ლუკა ზოიძე, ხოლო კლუბს პედაგოგი ვენერა აბუსერიძე ხელმძღვანელობს. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203