11-12 წლის ბავშვებმა სასმელების მაღაზია გაქურდეს. როგორც ვაკეში მდებარე მაღაზიის „პრემიერ ალკოს“ დამფუძნებელი თინათინ დიდავა მედიასთან საუბრისას აცხადებს, სათვალთვალო კამერების ჩანაწერში ჩანს, რომ მაღაზიაში, სავარაუდოდ, არასრულწლოვნები შევიდნენ.
მისი თქმით, ეს ქურდობის პირველი შემთხვევა არ არის, თუმცა თუმცა პოლიცია ფაქტზე ვერ რეაგირებს.
„პრემიერ ალკოს შოურუმი ამ მისამართზე უკვე მეორედ გაძარცვეს, ეს არის არასრულწლოვანთა დაჯგუფება, სავარაუდოდ, 11-12 წლის ბავშვები არიან. სხვადასხვა ჯგუფია, ვინც წინაზე გაძარცვა ისინი არ არიან, ესენი სხვები არიან, თუმცა არის ერთი დაჯგუფება, რომლებიც ერთდროულად რამდენიმე ობიექტს ძარცვავენ, გამოძიება ამაზე არასდროს რეაგირებს. ადგილზე მოდიან, გამოიკითხავენ ამბავს, მაგრამ თავადაც მეუბნებიან, რომ სამწუხაროდ, ჩვენ მეტს ვერაფერს ვაკეთებთ“, - თქვა თინათინ დიდავამ.
მომხდარზე გამოძიება ძარცვის მუხლით მიმდინარეობს, სავარაუდო დამნაშავეები ჯერჯერობით იდენტიფიცირებული არ არიან.