ქუთაისის N33 საჯარო სკოლის აღსაზრდელები სპორტში წარმატებას აღწევენ.
სკოლაში ჭადრაკის წრე ფუნქციონირებს. სკოლის აღსაზრდელებს ჭადრაკს ნუკრი ჩარკვიანი ასწავლის.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მეცადინეობების დაწყებიდან მალევე პირველკლასელმა ილია ოქროჭელიძემ თავი გამოიჩინა. მან წარმატებით იასპარეზა იმერეთის საკვალიფიკაციო ტურნირში, სადაც 9 შესაძლებლობიდან 6 ქულა მოიპოვა.
ასევე გამოირჩევიან პირველკლასელები ანდრია ქებულაძე, ანა თურმანიძე და ნიკოლოზ ლეთოდიანი, მეორეკლასელი ანა ჭელიძე, მესამეკლასელები საბა ყუფარაძე და დათო სეფისკვერაძე.
ჭადრაკის გაკვეთილები თითქმის ყოველდღე ტარდება.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პატარებს ჭადრაკის გაკვეთილები მოსწონთ.
„სკოლის დირექცია აქტიურ მხარდაჭერას იჩენს სკოლის აღსაზრდელების ნიჭიერების ხელშესაწყობად“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
სკოლის აღსაზრდელები წარმატებით ასპარეზობენ კარატეში.
სკოლის აღსაზრდელებმა სტამბოლში, შოტოკან კარატეში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზეს. მე-9ბ კლასის მოსწავლემ ლევან დოაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო მე-7ბ კლასის მოსწავლემ ანზორ დონაძემ ბრინჯაოს მედალი აიღო.
მოსწავლეები სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების კარატეს ნაკრები გუნდის წევრებიარიან.
სკოლა კარატისტებს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები