ძეგვის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე ტრაგიკულად დაიღუპა - გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭი არაგვში დაიხრჩო.
ფაქტს ეხმაურება ძეგვის სკოლა: „ძეგვის საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მე-6 კლასის მოსწავლის, გიორგი გელაძის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს.
უფალს ებარებოდე ჩვენო, ცელქო ბიჭო“.
მოსწავლეს ემშვიდობება მასწავლებელიც: „ხვალ სიას ამოვიკითხავ, მაგრამ „არას“ არ დაგიწერ… საერთოდ არ ჩავატარებ გაკვეთილს ხვალ… ხვალ მე და შენი კლასელები მოვყვებით ამბავს, როგორ ებრძოდი არაგვის ტალღებს დღეს… როგორ გაგიტყუა მზიანმა ამინდმა საბანაოდ… ხვალ შენს ცარიელ მერხზე უამრავ წერილს დაგიტოვებთ…. ხვალ ერთმანეთს გავამხნევებთ, დავამშვიდებთ და ვეტყვით, რომ კლასიდან ანგელოზად გაგვეპარე…. ხვალ… ზეგ… მაზეგ… სულ…სამუდამოდ 12 წლის გიოდ დაგიტივებთ გულებში…“, – წერს პედაგოგი.
etaloni.ge ძეგვის საჯარო სკოლის დირექტორს დავით ნავდარაშვილს დაუკავშირდა, თუმცა მან კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.