ბობოყვათის საჯარო სკოლის მოსწავლეების ესეებმა კონკურსში გაიმარჯვეს
03-05-2018
ბობოყვათის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონკურსში - „გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას“ წარმატებით იასპარეზეს. 

სკოლის მოსწავლეთა კონკურსი მოძრაობის „არა ბარბარიზმებს“ ფარგლებში ჩატარდა.  

სკოლის მოსწავლეების ანა ჯაბნიძის, ნინი მანელიშვილის, სალომე ღაღაიშვილის, გვანცა ზოიძის, საბა კაიკაციშვილის ესეებმა კონკურსში გაიმარჯვეს. სკოლა კი წარმატებული სკოლების ხუთეულში მოხვდა. სკოლასა და მოსწავლებს სიგელები, ორმაგი დიპლომები, სერთიფიკატები და წიგნის გამოცემა გადაეცათ. 

სკოლა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს - ნელი მახარაძეს, ნესტან ზოიძეს, მანანა ხოზრევანიძესა და იზოლდა გოგმაჩაძეს მადლობას უხდის. 

კონკურსის გამარჯვებულების და  ქართული ენის გავრცელების პროცესში ჩართული საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია 14 აპრილს გაიმართა. 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოძრაობის „არა ბარბარიზმებს“ ორგანიზებით გამართულ კონკურსში „გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას!“ მთელი საქართველოს მასშტაბით 40 საჯარო სკოლა მონაწილეობდა. კონკურსის ჟიურიმ 20 გამარჯვებული მოსწავლე გამოავლინა.
მოსწავლეებმა დაწერეს ესე თემაზე: „რატომ უნდა გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას“. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203