ძველი ანაგის საჯარო სკოლის ინტეგრირებული სამოდელო გაკვეთილზე „ოლიმპიადები“ გაიხსენეს
03-05-2018
„უფრო სწრაფად, უფრო მაღლა, უფრო ძლიერ!“, - ძველი ანაგის საჯარო სკოლის II კლასელებმა ინტეგრირებული სამოდელო გაკვეთილი ქართულ ენაში ასეთ სლოგანით დაიწყეს.
თემა კი შემდეგი იყო: „ოლიმპიადები ძველად და ახლა“.
მოსწავლეებმა ტექსტი დაამუშავეს, ინფორმაცია ვენის დიაგრამით შეადარეს და დაახარისხეს; მათემატიკის, უცხო ენის, მუსიკის, სახ. ხელოვნების და სპორტის გაკვეთილებზე შესწავლილი ცოდნა გამოავლინეს, ჯანმრთელი ცხოვრების და სპორტის როლი ცხოვრებასა თუ ხალხთა მეგობრობაში გაიაზრეს, გაკვეთილის ბოლოს კი დიდი ბრიტანეთის და საქართველოს დროშები დახატეს, დაფნის გვირგვინი დაამზადეს, ოლიმპიური მედალოსნების დაჯილდოვების სცენა გაითამაშეს და შესაბამისი ქვეყნების ჰიმნი სხვადასხვა ენაზე ფონოგრამასთან ერთად შეასრულეს.
სკოლის დირექცია პატარებს მათ მასწავლებელთან ლია ჯალიაშვილთან ერთად წარმატებებას უსურვებს.