კერძო სკოლა „ლამპარის“ მოსწავლეებმა ძველი თბილისის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს
03-05-2018
რუსთავის ზვიად გამსახურდიას სახელობის დავით მენაფირის კერძო სკოლა „ლამპარის“ მე-2 და მე-3 კლასის მოსწავლეებმა ძველი თბილისის უბნებში გაისეირნეს. სკოლის მოსწავლეებმა ქალაქის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს, თბილისის დაარსების ისტორიას გაეცნენ და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ექსკურსიიდან მოსწავლეები სასიამოვნო შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ. იხილეთ ფოტოები