ტყემლოვანის საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილი პედაგოგის ლამზირა კელენჯერიძის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით საიუბილეო საღამო გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიებაში მთელი სკოლა ჩაერთო.
„საოცარი დღე იყო, იუბილარი მასწავლებელი, სტუმრები, ოჯახის წევრები თუ მეგობრები ზღვა ემოციებს ვერ ფარავდნენ. სიხარულის ცრემლი და სასიამოვნო განცდა ავსებდა ყველას. თმაშევერცხლილმა პედაგოგმა ცრემლმორეული თვალებით დაფასებისთვის ყველას მადლობა გადახადა“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.