ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მცირე წიგნები შექმნეს
03-05-2018
ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის I-II-III და IV კლასებში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა.
ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებს ქართული ენის ისტორიის მნიშვნელობა გაეაზრებინათ და შემოქმედებითი უნარები განვითარებოდათ.
მოსწავლეებმა მცირე წიგნები - „ქართული ანბანი“, „ჩვენი ზღაპრები“, „ქართველ პოეტთა ლექსები დედაენაზე“ - თავად შექმნეს და ნახატებითა და გასაფერადებელი სურათებითაც გააფორმეს.
ამავდროულად მათ კედლის გაზეთი დაამზადეს, რომელზეც დედა ენის დღესთან დაკავშირებული ინფორმაცია განათავსეს. პარალელურად, მოსწავლეების ნახატების გამოფენა მოეწყო, კალიგრაფიის, კითხვის და მხატვრული კითხვის კონკურსიც ჩატარდა.
მოსწავლეებს კვირეული მოეწონათ და სურვილი აქვთ მსგავსი სახის ღონისძიებები მომავალშიც ჩატარდეს.