ლემშვენიერას საჯარო სკოლაში ძალადობის თემაზე დისკუსია გაიმართა
03-05-2018
ლემშვენიერას საჯარო სკოლაში სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის პროექტის - „მასწავლებელი და სოციალური მუშაკი უსაფრთხო ოჯახისათვის“ ფარგლებში ორი ანიმაციური ფილმის „ძალადობა სკოლაში“ და „ძალადობა ოჯახში“ ჩვენება და დისკუსია გაიმართა. 

მეორე დღეს კი მოსწავლეებმა სკოლაში ჩაგვრასთან დაკავშირებით შექმნილი პოსტერები მიიტანეს და პრობლემების მიმართ საკუთარი პოზიცია გამოხატეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტის მიზანი იყო სკოლასა და ოჯახში ძალადობის დაძლევის ხელშეწყობა, მოსწავლეების ინფორმირება და პრობლემის გააზრება.

პროექტი - „მასწავლებელი და სოციალური მუშაკი უსაფრთხო ოჯახისათვის“ ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით  ხორციელდება.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203