,,სანამ დედა გყავს ნუ გეშინია“ - ცეცხლაურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეების ღონისძიება
03-05-2018
ცეცხლაურის N1 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის მადონა სურმანიძის ხელმძღვანელობით დედებს ღონისძიება - ,,სანამ დედა გყავს ნუ გეშინია“ მიუძღვნეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის აღსაზრდელებმა თემატური ლექსები წაიკითხეს და იმღერეს.
მოზარდებმა ასევე პრეზენტაცია გამართეს, რომელიც მუსიკის ფონზე მიმდინარეობდა.