ცნობილი გერმანელი პროფესორი ვოლტერ ტიში ქართველ ახალგაზრდებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს
31-05-2023
ვოლტერ ტიში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის პროფესორია. ის სემესტრულად გემრანიიდან საქართველოში ჩამოდის და ქუთაისში, სხვა ევროპელი კოლეგების მსგავსად, საკუთარ გამოცდილებას ქართველ ახალგაზრდებს ადგილზე უზიარებს.

პროფესორი ვოლტერი კლასტერულ გამოთვლებში სპეციალიზებული კომპანია ParTec-ისა და საკონსულტაციო კომპანია ESCde-ის თანადამფუძნებელი გახლავთ. იგი ამჟამად მუშაობს მრავალბირთვიან კომპიუტერებზე ემპირიული პროგრამული ინჟინერიის, ინსტრუმენტებისა და ენების მიმართულებით. 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და სტუდენტთა შესაძლებლობებს დადებითად აფასებს. როგორც თავად აღნიშნავს, სასიამოვნოა გონიერ ახალგაზრდებთან ერთად მუშაობა.

„KIU-ს სტუდენტებთან ერთად ვმუშაობ საკმაოდ დიდ პროექტზე - ავტონომიურ მართვაზე.  აღსანიშნავია, რომ მათ უმოკლეს დროში ისწავლეს, თუ როგორ დააპროგრამონ რობოტი. 

მსურს, დავეხმარო ახალგაზრდებს კვლევების ნაწილშიც და ვასწავლო მათ წარმატებული კვლევების ჩატარება“, - ამბობს პროფესორი ვოლტერი. 

ვალტერ ტიში იყო პროგრამული ინჟინერიის პროფესორი კარლსრუეს ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (ცნობილი, როგორც კარლსრუეს უნივერსიტეტი), გერმანიაში (1986-2021 წლები), სადაც ის ასევე იკავებდა დეკანის პოზიციას კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტზე (2002-2004 წლები). მანამდე ის იყო ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით სტარტაპის უფროსი მეცნიერი Carnegie Group Inc.-ში (პიტსბურგი, პენსილვანია) და 6 წლის განმავლობაში მუშაობდა კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტზე პურდუის უნივერსიტეტში (დასავლეთ ლაფაიეტი, ინდიანა). ვალტერ ტიშის ძირითადი კვლევის ინტერესის სფეროს წარმოადგენს პროგრამული ინჟინერია, პარალელიზმი და ენობრივი ტექნოლოგიები. ამჟამად, ის მუშაობს მრავალბირთვიან კომპიუტერებზე ემპირიული პროგრამული ინჟინერიის, ინსტრუმენტებისა და ენების მიმართულებით და კომპიუტერების გამოყენებას უფრო მოსახერხებელს ხდის ბუნებრივი პროგრამირების ენის საშუალებით.

„ჩემი სწავლების სტილი კვლევაზეა ორიენტირებული. ვცდილობ, კვლევის შედეგები, რაც შეიძლება მალე მივიღო, რათა სტუდენტებს შესწავლილი მასალა მომავალშიც დაეხმაროს. სტუდენტთა მოტივაციისთვის საინტერესო თემებს ვირჩევ.
KIU-ში ამ სემესტრში ორი ახალი კურსი შევქმენი. ერთ-ერთი ე.წ. თვითმართვად ავტომობილებზეა. ჩვენ ვიყენებთ მცირე ზომის მანქანის მოდელებს, პარალელურად საკმაოდ ძლიერ კომპიუტერებს და, ორივეს მეშვეობით, აღნიშნულ მანქანებს ვატარებთ სიმულაციურად შექმნილ ქალაქში, სადაც საგზაო ზოლები, გზაჯვარედინები გვაქვს. მეორე კურსი ენის ნატურალურ დამუშავებაზეა. ეს უკანასკნელი კარლსრუეს ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან გადმოვიტანე. აღნიშნული კურსი იქ 2010 წელს წარვადგინე, მაშინ, როდესაც Apple-ის ასისტენტმა - Siri-მ აჩვენა, რომ language processing-ის პრაქტიკაში გამოყენება შესაძლებელია. ამ წელს ChatGPT-მა ყველას ყურადღება მიიპყრო, სტუდენტები language processing-ის საფუძვლებს ჩემ კურსში სწავლობენ. მომავალში მსურს, მივიღო კვლევების საინტერესო შედეგები და  მისი პრაქტიკული გამოყენებები, რათა ჩემი კურსები კვლავ მნიშვნელოვანი და აქტუალური იყოს ქართველი სტუდენტებისთვის“, - აღნიშნავს ვალტერ ტიში.

ვალტერ ტიშმა მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხი მიიღო კომპიუტერულ მეცნიერებაში კარნეგი მელონის უნივერსიტეტში (1976-1980 წლები). ის ასევე იყო კომპიუტერული მეცნიერების კვლევითი ცენტრის დირექტორი კარლსრუეს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (კარლსრუე).

მან გამოაქვეყნა 200-მდე რეცენზია და უხელმძღვანელა 35 დოქტორანტს. ვალტერ ტიში ფლობს საჯარო აღიარების 2 პრემიას, რამდენიმე ჯილდოს სწავლებისთვის და Intel-ის ჯილდოს პარალელური გამოთვლების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. გარდა ამისა, ვალტერ ტიში არის ACM, GI და IEEE-ს წევრი. მის ნაშრომებსა და პუბლიკაციებზე დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203