მარანის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა, კომპლექსური დავალების ფარგლებში, ილუსტრაციები შექმნეს
31-05-2023

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან
კომპლექსურ დავალებებს სთავაზობენ.


ამჯერად, სკოლის 1-ელ კლასში, პედაგოგ თეა ბერაძის ხელმძღვანელობით, კომპლექსური დავალება თემაზე - „ილუსტრირებული ანბანი“ ჩატარდა.

მოსწავლეებმა, როგორც სკოლაში გვიყვებიან, დავალება თაბახის ფურცელზე შეასრულეს და ილუსტრაციები შექმნეს.

მათ ასევე აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით პრეზენტაცია წარადგინეს, სადაც მათ მოცემული ასო-ბგერების მოხაზულობაზე ისაუბრეს.

აქტივობაში ისინი ინტერესით, ხალისითა და მონდომებით მონაწილეობდნენ.

მათ დავალებაზე მუშაობის პროცესში, ცოდნა და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

​აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები და პრეზენტაციები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და ცოდნის ამაღლებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203