შეფასებისა და გამოცდებს ეროვნულმა ცენტრმა 2023 წლის ეროვნული გამოცდების სკალირებული ქულის გამოთვლის წესი გამოაქვეყნა.
პასუხების ფურცლის ნიმუშები ყველა საგანში - ეროვნული გამოცდები 2023
ერთიანი ეროვნული გამოცდების სკალირებული ქულების გამოთვლა შემდეგი ორი საფეხურისაგან შედგება:
პირველი საფეხური - ერთი საგამოცდო საგნის ტესტის სხვადასხვა ვარიანტში აბიტურიენტების მიერ მიღებულ ნედლ ქულებს შორის შესაბამისობის დადგენა (გაიგივება) და გაიგივებული ქულების გათანაბრება; ეს საფეხური მხოლოდ მაშინ არის საჭირო, როდესაც ერთსა და იმავე საგანში ტესტის რამდენიმე ვარიანტი
არსებობს.
გაიგივების პროცედურა არ შეეხება ისეთი საგამოცდო სესიის შედეგებს, რომლის მონაწილეთა რაოდენობა გაცილებით ნაკლებია იმავე საგნის დანარჩენ სესიებში მონაწილეთა რაოდენობაზე, ან რომლის ფორმირება არ ხდება მონაწილეების შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. მაგალითად, ფორს-მაჟორულ ვითარებაში,
მცირე ზომის ჯგუფებისთვის დამატებითი სესიების დანიშვნის შემთხვევაში, ამ სესიებში მონაწილე აბიტურიენტის მიერ მიღებული ნედლი ქულა იქნება მისი საბოლოო ქულა.
მეორე საფეხური – თითოეულ საგამოცდო საგანში გათანაბრებული ქულების სტანდარტიზება და ერთიან სკალაზე განთავსება.
პირველი საფეხური – ნედლი ქულების გაიგივება და გაიგივებული ქულების გათანაბრება (მეთოდის ზოგადი აღწერა) - ამ ნაწილში აღვწერთ ერთი საგამოცდო საგნის ტესტის სხვადასხვა ვარიანტში აბიტურიენტების მიერ მიღებული ნედლი ქულების ტოლ პროცენტულ რანგებზე დაფუძნებული გათანაბრების მეთოდსა და მასთან დაკავშირებულ პროცედურებს.
აბიტურიენტების მიერ ერთი საგამოცდო ტესტის სხვადასხვა ვარიანტში მიღებულ ნედლ ქულებს შორის შესაბამისობის დადგენისა და მათი გათანაბრების პროცედურა მოიცავს სამ ეტაპს:
პირველი ეტაპი - პროცენტული რანგის დადგენა: ტესტის თითოეული ვარიანტისა და ამ ვარიანტში მიღებული თითოეული ქულისათვის პროცენტული რანგის გამოთვლა;
მეორე ეტაპი - ნედლი ქულების გაიგივება: მოცემულ ვარიანტში მიღებული ნედლი ქულის გაიგივება დანარჩენი ვარიანტების იმ ქულებთან, რომელთა პროცენტული რანგებიც ამ ქულის პროცენტული რანგის ტოლია;
მესამე ეტაპი - აბიტურიენტის მიერ ტესტის ვარიანტში მიღებული ქულისთვის გათანაბრებული ქულის მინიჭება.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.