განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი ყველა ბავშვს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს. „მინდა, ყველა ბავშვს, ჩვენს ძვირფას მოსწავლეებს, მათ მშობლებს, მასწავლებლებსა და აღმზრდელებს მივულოცო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე.
ბავშვები ჩვენი ქვეყნის მომავალია, შესაბამისად, მათზე ზრუნვა, მათთვის ღირსეული საგანმანათლებლო გარემოს შექმნა და ჯანსაღი ღირებულებების ჩამოყალიბება თითოეული ჩვენგანის უპირველესი მოვალეობაა.
თბილისში ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები მოეწყობა - დეტალები პირადად მე, როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ვეცდები, ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ ჩვენს შვილებს თანასწორ და უსაფრთხო გარემოში ჰქონდეთ ხარისხიანი განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობა. ამ მიმართულებით ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას – განვახორციელებთ არაერთ პროექტსა და ინიციატივას რათა, ხელი შევუწყოთ ბავშვებს, იყვნენ წარმატებულნი როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე.
კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს, მთელი გულით გისურვებთ ბედნიერ მომავალს, მშვიდობასა და კეთილდღეობას!“ - აღნიშნულია მინისტრის მილოცვუს ტექსტში.
„200 ლარს ბავშვები ყოველთვიურად მიიღებენ...“ - პრემიერი