ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენითის საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სხვადასხვა საინტერესო ადგილებს სტუმრობენ, საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობენ და ცოდნას იმაღლებენ.
ამჯერად, ისინი საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, მუსიკის მასწავლებელ მანანა ცეცხლაძის ხელმძღვანელობით, ექსკურსიაზე ქობულეთის მუზეუმში იმყოფებოდნენ.
მათ „უძველესი საკრავები“ დაათვალიერეს, საინტერესო ინფორმაციებს გაეცნენ, ცოდნა აიმაღლეს და ბოლოს სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
დღე მოსწავლეთათვის, ინფორმაციული და დასამახსოვრებელი იყო.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ექსკურსიები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: