შუახევში რაიონული საგნობრივი კონკურსი ისტორიაში ჩატარდა
03-05-2018
შუახევის რესურსცენტრის ორგანიზებით დაბა შუახევის სკოლაში რაიონული საგნობრივი კონკურსის II დასკვნითი ტური ისტორიაში ჩატარდა. 

ტური ორ ასაკობრივ კატეგორიაში: IX-X და XI-XII კლასის მოსწავლეებს შორის გაიმართა. 

კონკურსში შუახევის რესურსცენტრის დაქვემდებარებაში არსებული საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

შედეგები სამი დღის ვადაში გახდება ცნობილი. 

კონკურსის შედეგად გამოვლინდებიან 1, 2 და 3 ადგილის მფლობელები, რომლებიც დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებით და სიგელებით.

კონკურსი შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203