ამილახვარმა დირექტორებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო - რა დაევალათ რესურსცენტრებს
01-06-2023

საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, რესურსცენტრი ვალდებულია, სამინისტროს შეატყობინოს, თუ გაჩნდება საჯარო სკოლის დირექტორის ან მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი:

„(რესურსცენტრი) ვალდებულია საჯარო სკოლის დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობის შემთხვევაში, აღნიშნული ინფორმაცია გონივრულ ვადაში წარუდგინოს სამინისტროს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით, საჯარო სკოლის დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით“, - ნათქვამია დოკუმენტში რომელიც უკვე ძალაშია და რომელსაც ხელს განათლების მინისტრი, გიორგი ამილახვარი აწერს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203