ბოლნისის N5 საჯარო სკოლის ბრწყინვალე გამარჯვება ინტელექტუალურ თამაშში
03-05-2018
ბოლნისის №5 საჯარო სკოლამ ბოლნისის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის გამართულ საგანმანათლებლო - ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“ გაიმარჯვა. ინტელექტუალური თამაში „საზოგადოებრივი პროკურატურის“ პროექტის ფარგლებში განხორციელდა.
გამარჯვებული გუნდის წევრებს - ეკატერინე ოძიშვილს, ანა-მარია არზუმანიდუს, თეონა პაპიაშვილს, ლევან მაღრაძეს, ლუკა გიორგაშვილს და თორნიკე მემანიშვილს ,,ბროლის ბუ", ფასიანი საჩუქრები და სიგელები გადაეცათ.
სკოლა აღსაზრდელებს გამარჯვებას ულოცავს და წარმატებას უსურვებს.