განათლების ხარისხის განვითრების ცენტრის ინფორმაციით, ცხადდება კონკურსი პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტის შერჩევის მიზნით; აღსანიშნავია, რომ ჯამში არის 100 ვაკანსია.პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტის სტატუსის მქონე ექსპერტთა ჯგუფის წევრის საქმიანობის ძირითადი მიზანია, უზრუნველყოს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/პროგრამის ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასება და დასკვნის პროექტისა და საბოლოო სახით ჩამოყალიბებული დასკვნის მომზადება. ამ მიზნით ექსპერტთა ჯგუფის აღნიშნული წევრის ფუნქციებს წარმოადგენს:
„ა) პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების მიზანთან (დაწესებულების ავტორიზაცია, პროგრამის დამატება, მონიტორინგი და ა.შ.) დაკავშირებული ცენტრის მიერ მიწოდებული დოკუმენტაციის შესწავლა და გაანალიზება ვიზიტის განხორციელებამდე; ბ) შესწავლილი დოკუმენტაციის შესაბამისად შენიშვნების, მოსაზრებების და შეკითხვების მომზადება და ექსპერტთა ჯგუფის წევრებთან გაზიარება თავმჯდომარესთან შეთანხმებული ფორმით; გ) ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტის დღის წესრიგის შედგენაში მონაწილეობის მიღება; დ) დაწესებულებაში ვიზიტის პერიოდში, დაწესებულების თვითშეფასებაში/განაცხადში/თვითშეფასების ანგარიშში ასახული ინფორმაციის რეალობასთან და ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასების მიზნით, შემდეგი აქტივობების განხორციელება: დ.ა) დაწესებულების წარმომადგენლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან (პროფესიული სტუდენტი, კურსდამთავრებული, მშობელი/მეურვე, პრაქტიკული კომპონენტის განმახორციელებელი პირები, პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ა.შ.) ინტერვიუს ჩატარება; დ.ბ) დაწესებულების ინფრასტრუქტურის, მატერიალურ-ტექნიკური რესურსის და პრაქტიკული კომპონენტის განხორციელების ობიექტების (სასწავლო საწარმო, საწარმოო პრაქტიკის ობიექტი) დათვალიერება; დ.გ) საჭიროების შემთხვევაში, ვიზიტის მიმდინარეობისას დამატებითი დოკუმენტაციის გამოთხოვა, დადგენილი წესის შესაბამისად; დ.დ) ძირითადი მიგნებების შესახებ ექსპერტთა ჯგუფის წევრებთან ინფორმაციის გაზიარება და განხილვა; დ.ე) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ძირითადი მიგნებების შესახებ ინფორმაციის დასკვნის პროექტში ასახვა; დ.ვ) საჭიროებიდან გამომდინარე, ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასებისთვის აუცილებელი სხვა აქტივობების განხორციელება; ე) დასკვნის პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ვ) დასკვნის პროექტზე დაწესებულების არგუმენტირებული პოზიციის გაცნობა და ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარისთვის საკუთარი მოსაზრების წარდგენა პროექტში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, დასკვნის საბოლოო სახით ჩამოყალიბებამდე; ზ) დასკვნის საბოლოო სახით ჩამოყალიბებაში მონაწილეობის მიღება; თ) საკუთარი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამისი ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე განხილვაში მონაწილეობა“.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ
ბმულზე.