თბილისის 103-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეებს დედამიწაზე ზრუნვას ასწავლიან
04-05-2018
თბილისის 103-ე საჯარო სკოლის პირველკლასელებმა, ვერიკო სარიბეკიანის ხელმძღვანელობით, დედამიწის დაცვისა და დედამიწაზე ზრუნვის მიზნით, მცირე ღონისძიება მოაწყვეს. 

კერძოდ, პედაგოგი მათ ამ დღის  დაარსების თარიღსა და მნიშვნელობაზე ესაუბრა, ფილმი დედამიწის დაცვაზე ანახა, თემატური ჩანახატები გააკეთებინა, რის შემდეგაც თითოეულმა მოსწავლემ  თავისი ნამუშევარი წარადგინა. ბოლოს კი ამ ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. 

ამავდროულად, თბილისის 103-ე საჯარო სკოლის მე-2-ა კლასის მოსწავლეებმა დედამიწის დღესთან დაკავშირებით შაბათობა მოაწყვეს. კერძოდ, მოსწავლეებმა მიწის ნაკვეთი ბალახებისგან გაასუფთავეს და გაალამაზეს. 

ეს დღე პატარებისათვის ერთ-ერთი გამორჩეული სასწავლო პროექტი იყო, რაც, სკოლის დირექციის იმედით, გარემოზე ზრუნვის განვითარებისთვის საფუძველი იქნება. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203