ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მენეჯმენტის სკოლაში სტუდენტური კონფერენციები - „ეკონომიკა & ბიზნესი & მენეჯმენტი“ წარმატებით ჩატარდა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მენეჯმენტის სკოლის ინიციატივით, KIU-ში საკონფერენციო კვირეული - „ეკონომიკა & ბიზნესი & მენეჯმენტი“ წარმატებით ჩატარდა. ეს გახლდათ რიგით მე-4 სტუდენტური კონფერენცია, რომელსაც მენეჯმენტის სკოლამ უმასპინძლა. კვირეული 24-31 მაისის პერიოდს მოიცავდა.მენეჯმენტის საბაკალავრო სკოლის სტუდენტებმა საერთაშორისო და ადგილობრივი აკადემიური პერსონალის, აკადემიური მხარდაჭერის პერსონალის უშუალო მენტორობით შესრულებული კვლევითი ნაშრომები წარმოადგინეს ეკონომიკის, მენეჯმენტის, HRM, ინოვაციების, ბიზნესის მიმართულებებით. კონფერენციები ასევე ითვალისწინებდა ჟიურის წევრების მხრიდან მომხსენებლების შეფასებას წინასწარ დადეგენილი კრიტერიუმებით. გამოვლინდნენ 2023 წლის გაზაფხულის სემესტრის კონფერენციის პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული სტუდენტები.
„სტუდენტური კონფერენცია, როგორც კურიკულუმის გარე აქტივობა, ემსახურება სტუდენტთა საუკეთესო ინტერესებს, შექმნან და წარმოადგინონ მათთვის საინტერესო თემებზე შესრულებული კვლევითი ნაშრომები (აბსტრაქტები). ამასთან, კონფერენციების მიზანია სტუდენტებში იმ ცოდნისა და უნარების განმტკიცება, რომლებიც მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამითაა გათვალისწინებული. აღნიშნული აქტივობა დიდი პოპულარობითა და მოთხოვნით სარგებლობს ახალგაზრდებში. ამის მაჩვენებელია კონფერენციაზე რეგისტრირებულ, პოტენციურ მომხსენებელთა ყოველწლიური მზარდი დინამიკა.
სტუდენტურ კონფერენციებს ერთგვარი ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმიც აქვთ. კერძოდ, მენეჯმენტის სკოლის შიდა წესებითა და რეგულაციების თანახმად, იქმნება სარედაქციო კოლეგია (Editorial Board), რომელიც დაკომპლექტებულია აკადემიური მხარდაჭერის პერსონალით. სარედაქციო კოლეგია განიხილავს სტუდენტების მიერ წარმოდგენილ აბსტრაქტებს (კვლევით ნაშრომებს) და წინასწარ დადგენილი კრიტერიუმებით აფასებს და იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელი ნაშრომის ავტორი სტუდენტი შეძლებს კვლევითი ნაშრომის საჯაროდ წარდგენას“, - აღნიშნავს KIU-ს მენეჯმენტის სკოლის ხელმძღვანელი, პროფესორი ნათია ზედგინიძე.
აღსანიშნავია, რომ მენეჯმენტის სკოლაში სტუდენტური, სამეცნიერო კონფერენციები ყოველ აკადემიურ სემესტრში ტარდება. გაზაფხული 22023 აკადემიური სემესტში სტუდენტური კონფერენციის გამარჯვებული სტუდენტები არია: ოთარ ირემაძე (I ადგილი), თამარ ფცქიალაძე (I ადგილი), ნინო სადუნიშვილი (II ადგილი), ანი რუსეიშვილი (II ადგილი), ანა ოდოშაშვილი (III ადგილი) და ნიკოლოზ ქასრაშვილი (III ადგილი). შემდგომი კვლევითი კონფერენცია „ეკონომიკა & ბიზნესი & მენეჯმენტი“ დაგეგმილია 2023 წლის შემოდგომის აკადემიურ სემესტრში.