ვის აქვს უფლება ბაღების ავტორიზაციის საბჭოს წევრად დაინიშნოს - ბრძანება ძალაშია 
02-06-2023
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის ბრძანებით, დამტკიცდა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის  საბჭოს წევრთა შერჩევის წესი.

განისაზღვრა საბჭოს წევრთა კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმები:

1. ავტორიზაციის საბჭოს წევრობის კანდიდატები (შემდგომ – კანდიდატი) შეიძლება იყვნენ ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში მომუშავე  სასწავლო/აკადემიური ან/და სამეცნიერო პერსონალი, ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ექსპერტ(ებ)ი, დარგობრივი სამინისტროების/მათი მმართველობის სფეროში შემავალი იურიდიული პირ(ებ)ის წარმომადგენლები,  ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით მომუშავე სამოქალაქო (არასამთავრობო) სექტორის/ორგანიზაციის ან/და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები, ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე პირები/ორგანიზაციების წარმომადგენლები.

2. ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში მომუშავე  სასწავლო/აკადემიური ან/და სამეცნიერო პერსონალი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში სასწავლო/აკადემიური ან/და სამეცნიერო მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება ბოლო 10 წლის განმავლობაში.

3. ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ექსპერტის კვოტით  წარმოდგენილი კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში საექსპერტო სამუშაო(ები)ს განხორციელების არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება.

4. დარგობრივი სამინისტროების/მათი მმართველობის სფეროში შემავალი იურიდიული პირ(ებ)ის კვოტით წარმოდგენილი კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) შესაბამის დარგობრივ სამინისტროში/სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ იურიდიულ პირში მუშაობის გამოცდილება და ავტორიზაციის საბჭოს წევრად წარდგენის მომენტისთვის დასაქმებულის სტატუსის ქონა აღნიშნულ დაწესებულებაში.

5. ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით მომუშავე სამოქალაქო (არასამთავრობო) სექტორის/ორგანიზაციის ან/და საერთაშორისო ორგანიზაციის ან/და ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე პირების/ორგანიზაციების კვოტით წარმოდგენილი კანდიდატ(ებ)ი უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში მუშაობის  ან/და ამავე სფეროში პროექტების განხორციელების ან/და ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება.

6. დარგობრივი ასოციაციების კვოტით წარმოდგენილი კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა)  ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ან პროფესიული განათლება;

ბ) წარმდგენ დარგობრივ ასოციაციაში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი მუშაობის გამოცდილება და ავტორიზაციის საბჭოს წევრად წარდგენის მომენტისთვის ამ ასოციაციის წევრობის სტატუსის ქონა.

7. კანდიდატები უნდა იყვნენ დამოუკიდებლები, მიუკერძოებლები, უნდა შეეძლოთ ნეიტრალურობის შენარჩუნება ნებისმიერ სიტუაციაში და საკუთარი ფუნქციის შესრულება პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვით.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203