„მამული, ენა, სარწმუნოება ცხოვრების წესი უნდა იყოს“- სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლის მოწოდება
04-05-2018

სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - ,,ო, ენავ, ჩემო“ ჩატარდა.

ღონიძიებაში IX-XI  კლასი მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ღონისძიებას პედაგოგები ნანი შაქარიშვილი და თეა ჩუბინიძე ხელმძღვანელობდნენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები ფიქრობენ, რომ მამული, ენა, სარწმუნოება არა მხოლოდ საუნჯე, არამედ ცხოვრების წესიც უნდა იყოს ქართველი ერისათვის.

სკოლის აღსაზრდელებმა მშობლიური ენის სიწმინდის დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრეს და 1978 წლის 14 აპრილს მოვლენებზე ისაუბრეს. 

დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება. 

1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.

დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი „დედაენის დღედ“ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203