შესაბამისად, პატარა მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი საინტერესო და ამავდროულად, სახალისოცაა. ამჯერად, პირველი კლასის მოსწავლეებმა საგანში - ქართული, როგორც მეორე ენა ანბანის „გაცილება“ მოაწყვეს. ისინი აქტივობაში მასწავლებელ რუსუდან გალოიანის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ.
საზეიმოდ გამოწყობილმა მოსწავლეებმა სასწავლო წლის განმავლობაში ნასწავლი მასალა გაიხსენეს, შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს, მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს და სკოლას სექტემბრამდე დაემშვიდობნენ.
იხილეთ ვიდეოები და ფოტო: