ფოთის მუნიციპალიტეტში მოღვაწე კულტურის, ხელოვნების, განათლების მუშაკების, დამსახურებული საზოგადო მოღვაწეების, სხვადასხვა ღონისძიებებში გამარჯვებული ახალგაზრდების, სკოლის წარჩინებულ მოსწავლეთა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/კოლეჯის საუკეთესო კურსდამთავრებული პირების მატერიალური წახალისების წესის დამტკიცების შესახებ დადგენილებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა, რომ ადგილობრივი მასწავლებლების ნაწილი მიიღებს ფულად ჯილდოს - 625 ლარს.
დოკუმენტის თანახმად, „განათლების მუშაკებზე მატერიალური წახალისება (ჯილდო) გაიცემა წელიწადში ერთხელ:
ა) საჯარო ან კერძო სკოლის წლის საუკეთესო მასწავლებლებზე, არაუმეტეს – 625 ლარისა;
ბ) საჯარო ან კერძო სკოლის დამსახურებულ მასწავლებლებზე, არაუმეტეს – 625 ლარისა“.