ქეისებით სწავლება - მეთოდის უპირატესობები და შეფასების კრიტერიუმები
03-03-2025

ქეისებით სწავლება მოსწავლეებს პრობლემების გადაჭრას ასწავლის, ამ მეთოდის გამოყენებისას აუცილებელია ანალიზი. მეთოდის უპირატესობა ის გახლავთ, რომ ის მოსწავლეებს რეალური პრობლემების გადაჭრის უნარებს უვითარებს. ქეისები რეალური ცხოვრების იმიტაციაა, რაც მოსწავლეებს ეხმარება, სკოლაში ნასწავლი გაიაზრონ და მიღებული ცოდნა რეალურ ცხოვრებაში გამოიყენონ.

ქეისებით სწავლება ხელს უწყობს: შემოქმედებით და ანალიტიკურ აზროვნებას; გუნდური მუშაობის უნარების გამომუშავებას; რეალური პრობლემების გადაჭრისა და არგუმენტებით მსჯელობის უნარების განვითარებას.

რის მიხედვით უნდა შეფასდნენ მოსწავლეები ქეისებით სწავლების დროს?

ქეისებით სწავლებისას თუ მოსწავლეები ზეპირად მსჯელობენ, ისინი უნდა შეფასდნენ დისკუსიაში აქტიური მონაწილეობის მიხედვით. მოსწავლეთა ზეპირი მსჯელობის შეფასებისას მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა გაითვალისწინოს:

  • რამდენად სწორ ვარაუდებს გამოთქვამს მოსწავლე მსჯელობისას?
  • რამდენად შეუძლია მას ადეკვატური არგუმენტების მოშველიება?
  • ამახვილებს თუ არა ყურადღებას ისეთ საკითხებზე, რომელიც ღრმა ანალიზს მოითხოვს?
  • გაიგო თუ არა შინაარსი სწორად და იცის თუ არა ტერმინთა განმარტებები?
  • მსჯელობს თუ არა ლოგიკურად?
  • გაიაზრა თუ არა პრობლემის არსი სწორად?
  • აქვს თუ არა კონკრეტული სამოქმედო გეგმა პრობლემის გადასაჭრელად?

მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა წინასწარ იცოდნენ, რომელი კრიტერიუმების მიხედვით შეფასდებიან. ასე ისინი უკეთესად შეძლებენ მნიშვნელოვან დეტალებზე ყურადღების გამახვილებას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...