განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა სამ საჯარო სკოლაში ავტორიზაციის ექსპერტთა ვიზიტის სიმულაცია ჩატარდა.
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ საერთაშორისო ექსპერტები, სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფისა და საგნობრივი ექსპერტები.
ვიზიტი წარიმართა ჰიბრიდულ რეჟიმში, პირისპირ და დისტანციურ ფორმატში. ვიზიტების დასასრულს ექსპერტებმა სკოლის წარმომადგენლებს ძირითადი მიგნებები წარუდგინეს.
ექსპერტთა ჯგუფების მიერ შემუშავებული დასკვნების საფუძველზე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ავტორიზაციის საბჭო სიმულაციურ ზეპირ მოსმენაზე განიხილავს. მსგავსი სიმულაციური ვიზიტები მალე რვა კერძო სკოლაში განხორციელდება.
აღნიშნული პროცესი ემსახურება ერთის მხრივ სკოლების შესაძლებლობების გაძლიერებას, ხოლო მეორეს მხრივ ექსპერტთა კორპუსის წევრების პროფესიულ განვითარებას.
ავტორიზაციის სიმულაციური პროცესის შედეგები გაზიარებული იქნება სხვა სკოლებისათვის სამუშაო შეხვედრების ფორმატში“,- აღნიშნულია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.