რა უფლებები ენიჭებათ ბაღებში მუნიციპალიტეტებს - „ისინი შეძლებენ სადავეების საკუთარ ხელში აღებას“
05-06-2023
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა განათლების კომიტეტში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა.
მახარაშვილმა დეტალურად აღწერა ყველა ის პროცესი და პროცედურა, რომელიც ამ დრომდე გაიარეს ბაღებმა, მათ შორის, ისაუბრა, მუნციიპალიტეტების როლზე საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით. მისი თქმით, მუნიციპალიტეტები უკვე აქტიურად არიან ჩართულნი მიმდინარე პროცესებში და „2030 წლისთვის ისინი შეძლებენ სადავეების საკუთარ ხელში აღებას“.
მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა იმაზეც, თუ რა როლი ექნებათ საბავშვო ბაღებთან მუნიციპალიტეტებს
რას აკეთებს და რას გააკეთებენ მუნიციპალიტეტები? - „მუნციპალიტეტი ითანხმებს საბავშვო ბაღების თვითშეფასებას; ავტორიზაციის პროცესში ის მიავლენს თავის თანამშრომელს, იბარებს ექსპერეტების მიერ მიღებულ დასკვნას; იღებს [ავტორიზაციის] საბჭოს სხდომაზე მოწვევას, სარგებლობს სათათბირო ხმის უფლებით და ითანხმებს 30%-ით გაზრდილი ოდენობისთვის მომსახურების გაწევის შემთხვევებს; უფლებამოსილია მის მიერ დაფუძნებული დაწესებულების ავტორიზაციის შეწყვეტის/შეჩერებისან უარის თქმის შემთხვევაში აღნიშნულ დაწესებულებაში რეგისტრირებული/ჩარიცხული ბავშვები ერთჯერადად გადაანაწილოს სხვა დაწესებულებაში. ანუ მუნიციპალიტეტი არის პატრონი, ადვოკატი მის არეალში არსებული ბაღების და იცის, სად, რა ვითარება და პრობლემაა“, - აღნიშნა მახარაშვილმა