ორლოვკის საჯარო სკოლაში გივი ჭიჭინაძის „ასოხატულა კუნწულები“ წარმოადგინეს
04-05-2018
ორლოვკის საჯარო სკოლაში დედაენისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც  სკოლის ორივე სექტორის, ქართულისა და სომხურის მოსწავლეები და მასწავლებლები მონაწილეობდნენ. 

მოსწავლეებმა ქართული სიმღერები და ცეკვები შეასრულეს, ლექსები კი მხატვრულად წაიკითხეს. 

წამყვანებმა - დარია სტრუკოვამ, რაფიკ პაპოიანმა და ანნა ვარდანიანმა დამსწრე საზოგადოებას - მასწავლებლებს, მშობლებს და თანასკოლელებს ქართულად მიმართეს.  

დაწყებითი კლასის სომეხი და ქართველი მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი გივი ჭიჭინაძის „ასოხატულა კუნწულები“ ძალიან საინტერესო იყო. 

ღონისძიებას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი სოფიო კაშმაძე ხელმძღვანელობდა. 

ზეიმში, ასევე, სომხური სექტორის ქართული ენის მასწავლებელი შუშანიკ ბასენციანი და ქართული სექტორის I-IV კლასების დამრიგებლები  აქტიურად იყვნენ ჩართული. 

ღონისძიება მხატვრულად ხელოვნების მასწავლებელმა ნატალია კეღოშვილმა გააფორმა. 

საღამო საქართველოს ჰიმნით დასრულდა, რომელიც ქართველმა და სომეხმა ბავშვებმა ერთად შეასრულეს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203