ბოლნისის N5 საჯარო სკოლაში საუკეთესო ბლოგერი გამოავლინეს
04-05-2018
ბოლნისის №5 საჯარო სკოლაში დედა ენის დღესთან დაკავშირებით კვირეული ჩატარდა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, კვირეულის ფარგლებში სკოლაში სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართა.

სკოლაში „რეგიონების კულტურულ-საგანმანათლებლო და ბიზნესის განვითარების ასოციაციის“ პროექტის -,,დედა ენა ქართული“ სასკოლო ტური ჩატარდა, რომელშიც მე-11 კლასის მოსწავლემ თეონა პაპიაშვილმა გაიმარჯვა. 

კონკურსზე მოსწავლებს ბლოგი თემაზე-,,დედა ენა ქართული“ უნდა დაეწერათ.

თეონას ნაშრომმა კონკურის სარაიონო ტურშიც დაიმსახურა ჟიურის ყურადღება და მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა.

სკოლაში ასევე კონკურსი - ,,კალიგრაფიის მარგალიტები" გაიმართა. კონკურსში მე-10 კლასის მოსწავლემ ნინო მამულაშვილმა გაიმარჯვა. 

კვირეულის ფარგლებში სკოლაში ლიტერატურული ვიქტორინაც გაიამრთა, რომელშიც მე-7 - მე-11 კლასის მოსწავლეებით დაკომპლექტებული 7 გუნდი მონაწილეობდა. 

ვიქტორინა ორ ეტაპად ჩატარდა. გამარჯვებული გუნდის წევრებს სამახსოვრო სიგელები გადაეცათ.

კვირეულის ბოლოს მე-2 - მე-4 კლასის მოსწავლეებმა მაყურებელს მხატვრულ-ლიტერატრული კომპოზიცია - ,,ო, ენავ ჩემო!“ წარუდგინეს. 

მოსწავლეებმა დედა ენას მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს და ამავე თემაზე შექმნილი მუსიკალური ნაწარმოებები შეასრულეს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203