მასწავლებლის სახლმა საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა გამართა - დეტალები
05-06-2023

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა -  ინფორმაციას მასწავლებლის სახლი ავრცელებს.

უწყების განმარტებით, საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა იმსჯელეს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის საკითხებზე, კვალიფიციური კადრების მომზადების მიმართულებით დაგეგმილ აქტივობებზე, ასევე არაფორმალური განათლების ხელშეწყობასა და სხვადასხვა დამატებითი საგანმანათლებლო რესურსების შექმნაზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203