გამოცდების გადავადებაზე დამატებითი განმარტება - „ჩვენი გადაწყვეტილებები ყოველთვის მასწავლებლების საუკეთესო ინტერესებს მოემსახურება“
05-06-2023
წამყვანისა და მენტორის სტატუსის მოპოვების მსურველთა პროფესიული უნარების გამოცდების გადავადებასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტება გააკეთა განათლების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა და აღნიშნა, რომ მიღებული გადაწყვეტილებები მასწავლებელთა საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარეობს.

„დღესაც რომ დაგვეწყო რეგისტრაცია, შესაბამისი გამოცდა და პორტფოლიოს ატვირთვა, ეხლაც არსებული რეგულაციითაც მასწავლებლები 2024 წლის სექტემბრისთვის შეძლებდნენ სტატუსის ამაღლებას; ამ მხრივ არაფერი არ იცვლება. რეგისტრაციის მომავალ წელს დაწყება და შესაბამისი პროცედურების გაგრძელება 2024 და არა 2023 წელს, ჩვენ მოგვცემს საშუალებას დავაკვირდეთ მიმდინარე პროცესებს.

წამყვან-მენტორობის გამოცდა წელს აღარ ჩატარდება - განათლების მინისტრი სტატუსის ამაღლების მსურველებს მიმართავს 

ყველა ჩვენი გადაწყვეტილება ყოველთვის მოემსახურება მასწავლებლების საუკეთესო ინტერესებს. ეს პერიოდი რეგისტრაციის დაწყების თარიღისა, ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენი გადაწყვეტილებები იყოს არა მოკლევადიანი, არამედ გრძელვადიან მიზნებზე გათვლილი", - აღნიშნა თამარ მახარაშვილმა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203