2 სკოლაში სწავლა შენობაში ბომბის არსებობის მიზეზით შეწყდა - ინფორმაცია ცრუ აღმოჩნდა 
05-06-2023
ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში დღეს დილით ევაკუაცია გამოცხადდა და სასწავლო პროცესი შეწყდა - აღნიშნულის მიზეზი  ადმინისტრაციამ მეილზე შესული შეტყობინება გახდა, რომ ტერიტორიაზე ბომბი იყო.

მოგვიანებით აკადემიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა სკოლის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობა არ დაადასტურეს. მათივე ცნობით, სასწავლო პროცესი ხვალიდან ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

„5 ივნისს ბრიტანულ-ქართული აკადემიის ელექტრონულ ფოსტაზე შემოვიდა შეტყობინება სკოლის ტერიტორიაზე ბომბის არსებობის შესახებ, რის საფუძველზეც დაუყოვნებლივ განხორციელდა სკოლის სრული ტერიტორიიდან ევაკუაცია და მოსწავლეებისა და თანამშრომლების უსაფრთხო ადგილას გადაყვანა. ფაქტის შესახებ ვაცნობეთ შსს და სკოლის მთლიანი პერიმეტრი შემოწმდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განაღმვის სამსახურის მიერ. ჩატარებული სამუშაოების შესაბამისად სკოლის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერებების არსებობა არ დადასტურდა. ფაქტთან დაკავშირებით საქმე აღძრულია და მიმდინარეობს გამოძიება, სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში ხვალიდან განახლდება, - ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება შევიდა სკოლა ლოგოსშიც. აღსანიშნავია, რომ ასეთივე შეტყობინებების გამო ევაკუაცია იყო გამოცხადებული თბილისის  საქალაქო, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოს, ქუთაისისა და კიდევ რამდენიმე რეგიონის სასამართლოში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203