ხარაგაულის მესამე საჯარო სკოლის პედაგოგი მერი გიორგიძე დაჯილდოვდა
04-05-2018
ხარაგაულის მესამე საჯარო სკოლის კოლექტივის წევრი, სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგი, მასწავლებელთა პროფესიული კავშირის ერთ-ერთი ვეტერანი მერი გიორგიძე მადლობის სიგელითა და ფასიანი საჩუქრით დაჯილდოვდა.


ჯილდო მას ხარაგაულში, ინოვაციების ცენტრში IX კონფერენციაზე სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ გადასცა.


სკოლის დირექცია განმარტავს, რომ პროფესიული კავშირი ნებისმიერი მისი წევრისთვის საიმედო ძალაა:


„ბუნებრივია, პედაგოგთა თავისუფალ პროფესიულ კავშირსაც ასე მოვიაზრებთ, რომლის ერთ-ერთი საიმედო რგოლი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორგანიზაციაა, რომელსაც  ისეთი გამოცდილი და ენერგიული პიროვნება ხელმძღვანელობს, როგორიც  ლალი სებისკვერაძეა“,-აღნიშნავენ ხარაგაულის მესამე საჯარო სკოლის წარმომადგენლები. 


იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203