ცოტნე ქართველიშვილი - ქობულეთის მე-6 საჯარო სკოლის მოსწავლე „ქობულეთის ეტალონის“ საუკეთესო ოთხეულში მოხვდა
04-05-2018
„ეტალონმა“ მორიგი ინტელექტ-ჩემპიონატი ჩაატარა, სადაც „ქობულეთის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. ინტელექტ-ჩემპიონატში ქობულეთიდან გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.
ქობულეთის N6 საჯარო სკოლამ კი ინტელექტ-ჩემპიონატში ღირსეული და მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა.
კერძოდ, მე-10 კლასის მოსწავლემ ცოტნე ქართველიშვილმა მე-4 ადგილი 68 ქულით მოიპოვა.
სკოლა ულოცავს ცოტნეს და მომავალშიც წარმატებებს უსურვებს.
შეგახსენებთ, რომ „ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“.