სკოლებსა და ბაღებში ანაზღაურება გაიზრდება - გადაწყვეტილება ცნობილია
06-06-2023

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ საგანმანათლებლო სფეროში მოსალოდნელ პროგნოზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგეგმება ანაზღაურების გაზრდა, როგორც სკოლებში, ისე ბაღებში დასაქმებულებისთვის.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის განათლების სექტორი, რომელიც სკოლამდელი და სასკოლო განათლების რეფორმას მოიცავს. მათ შორის იმას რომ ავტორიზაცია აუცილებლად უნდა დასრულდეს 2026-2027 წლებში. ამასთან რა თქმა უნდა გათვალისწინებულია სწავლის ხარისხი, მასწავლებელთა ხელფასების ზრდა არამხოლოდ სკოლის, არამედ მთლიანად საგანმანათლებლო მიმართულებით.

გარდა ამისა ინფრასტრუქტურაზე იქნება ძალიან დიდი ყურადღებაა გამახვილებული. დაწყებულია სკოლების მშენებლობა რეაბილიტაცია, ასევე სკოლამდელი განათლების კუთხით დაიწყო ახალი პროექტი და ბაღების მშენებლობას მოიცავს და 4-5 წელიწადში 800 000 მილიონიდან მილიარდამდე დაიხარჯება. განათლების მიმართულებით სკოლასთან ერთად სკოლამდელ განათლებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს და ამ კუთხითაც უნდა გადავდგათ ნაბიჯები. ასევე, რა თქმა უნდა, სკოლამდელი განათლების კუთხითაც იქნება ხელფასების ზრდა პროფესიული განათლების მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა რომ კერძო სექტორი იყოს მაქსიმალურად ჩართული. უმაღლესი განათლების კუთხით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება მომდევნო წელში იმისთვის რომ შედეგებზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელი შემოვიდეს", - აღნიშნა კაკაურიძემ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203