კაცხის საჯარო სკოლის მოსწავლებმა ეროვნული არქივის ორგანიზებულ ინტელექტუალურ თამაშში იასპარეზეს
04-05-2018
კაცხის საჯარო სკოლის მოსწავლებმა საქართველოს ეროვნული არქივის პროექტის - ,,საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა“ ნახევარფინალურ თამაშში ,,რა? სად? როდის“ იასპარეზეს. ნახევარფინალში საქართველოს მასშტაბით 370-მდე სკოლა მონაწილეობდა. ღონისძიება საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება.
სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტს საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა და მისი მიზანია პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესება. იხილეთ ფოტოები