მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები - ელექტრონული ჟურნალი შესაძლოა ხარვეზებით მუშაობდეს...
სასწავლო წლის ბოლოს ნიშნები შესაძლოა არასწორად იყოს დათვლილი თუმცა, ხარვეზი გამოსწორდება - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პედაგოგებისთვის განათლების მართვის საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.
„იქიდან გამომდინარე, რომ სასწავლო წლის ბოლოა, ელექტრონულ ჟურნალში დიდი დატვირთვით ხდება მონაცემების ასახვა, ამისათვის კი საჭიროა სემესტრული შეფასების გამოთვლაში დამატებითი დრო. აქედან გამომდინარე, მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები,რათა დროულად მოხდეს მონაცემების ასახვა.
შესაძლებელია, სემესტრული შეფასება არ იყოს სწორად დათვლილი, რომელიც უმოკლეს დროში გასწორდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.