სენაკის N1 სკოლის პირველი კლასი პროექტ-გაკვეთილი - ''ბარაქიანი შემოდგომა'' ჩატარდა.
ბუნების გაკვეთილზე მოსწავლეებმა აღწერეს წელიწადის ოთხი დრო. განსაკუთრებულად დაახასიათეს შემოდგომა.
მოსწავლეებმა წარმოთქვეს წელიწადის ამ დროსთვის მიძღვნილი ლექსები. მოაწყვეს შემოდგომის კუთხე.
ხელოვნების გაკვეთილზე კი ისაუბრეს ფერებზე, ფერების შედგენილობაზე, რომელი დამახასიათებელი ფერებით იხატება წელიწადის ეს დრო.
ასევე, დაიგეგმა გასვლითი გაკვეთილი ბუნებში. ბავშვებმა შეაგროვეს ბუნებრივი მასალა, რომელსაც შემდგომ გამოიყებდნენ ხელოვნების გაკვეთილზე აპლიკაციების გასაკეთებლად.
პროექტს ხელმძღვანელობდა კლასის დამრიგებელი - ზეინაბ ბოკუჩავა.
იხილეთ ვიდეო