ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი იწყებს კანდიდატთა შერჩევას ტრენერთა ტრენინგისთვის „კიბერუსაფრთხოების სასწავლო პროგრამის (CSTP)“ ფარგლებში.
პროექტი დაფინანსებულია - „USAID-ის ხუთწლიანი პროგრამა დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ფარგლებში და მიზნად ისახავს კიბერუსაფრთხოების დარგში კვალიფიციური და ეკონომიკურად კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალის მომზადებას.
ტრენინგებში ჩართვას შეძლებენ უმაღლესი განათლების ან მასთან გათანაბრებული კვალიფიკაციის მქონე პირები, რომლებიც აკმაყოფილებენ შესაბამის კრიტერიუმებს და მზად არიან მომავალში ტრენინგები ჩაატარონ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.
ახალი პროგრამის ფარგლებში იგეგმება 40-მდე ტრენერის შერჩევა. სასწავლო პროცესს საერთაშორისო ექსპერტები და ტრენერები გაუძღვებიან. ტრენინგში მონაწილე წარმატებულ ტრენერებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ტრენერის პოზიციას შესთავაზებს.
შერჩეული კანდიდატები/ტრენერები დამატებით გაივლიან 40-საათიან ტრენერთა ტრენინგის (ToT) ჰიბრიდულ კურსს კიბერუსაფრთხოებასა და სწავლების მეთოდებში. ToT-ის მეშვეობით ისინი შეიძენენ სიღრმისეულ ცოდნას და პრაქტიკულ უნარებს. ტრენინგი სრულად დაფინანსებულია. ტრენინგი ჩატარდება ჰიბრიდულ რეჟიმში და პირისპირ ჩატარებული კურსების დროს მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა განთავსდნენ KIU-ს საცხოვრებლებში.
კანდიდატების შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ იმ პირებს, რომლებსაც უკვე აქვთ გარკვეული გამოცდილება კიბერუსაფრთხოების სფეროში ან გავლილი აქვთ შესაბამისი კურსი და ტრენინგები. კიბერუსაფრთხოების დარგში კვალიფიკაცია და სერთიფიკატის ქონა ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა 2023 წლის 19 ივნისამდე უნდა წარმოადგინონ საბუთები (ინგლისურ ენაზე) ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@kiu.edu.ge
დეტალები იხ. https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=464727 • CV (რომელიც ასახავს შესაბამის კვალიფიკაციას და გამოცდილებას)
წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ, იხილოთ შემდეგი ბმული: https://www.kiu.edu.ge/index.php?m=205&news_id=290&lng=eng
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ტელ.: *0197