ყულალისის საჯარო სკოლის 9 მოსწავლემ „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ-სიგელი დაიმსახურა
ეროვნული ინტელექეტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ თითქმის ორი ათეული წელია დგას მოსწავლეთა განათლების სადარაჯოზე და ბავშვებით დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობენ. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულალისის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონდომებით ერთვებიან. ამჯერად, კონკურსის პირველ ეტაპში შემდეგი მოსწავლეები მონაწილეობდნენ:
- ვაან არაბიანი;
- საიატ სააკიანი;
- გოჰარ ხაჩატრიანი;
- აგასი სარკისიანი;
- ედგარ ხაჩატრიანი;
- გაიანე მანველიანი;
- არმინეჰი ბაღდასარიანი;
- ანდრანიკ მარგარიანი;
- რომან ხაჩატრიანი.
მათ „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელები დაიმსახურეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2023 წლის გაზაფხულის პერიოდის კონკურსები ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.
6 ივნისს კონკურსის პირველი ეტაპი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტისს მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში მუნიციპალიტეტის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.
კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 9 ივნისს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართება.
იხილეთ ფოტოები: