დირექტორობის უფლება 76-მა პროცენტმა მოიპოვა - სამინისტრო შედეგებს ასაჯაროებს
08-06-2023

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, დასრულდა საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი, რომელიც აპლიკანტთა 76%-მა წარმატებით გაიარა.

„შედეგების გასაცნობად პირმა უნდა გამოიყენოს საჯარო სკოლის დირექტორობის სერტიფიცირების ეტაპზე რეგისტრაციის დროს მისთვის მინიჭებული უნიკალური კოდი.

ვინ გაიარა დირექტორობის სერტიფიცირება წარმატებით - სია

იმ შემთხვევაში, თუ დირექტორობის მსურველს არ ახსოვს უნიკალური კოდი, შეუძლია, დარეკოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელ ხაზზე 2 200 220 ან თავად გადაამოწმოს ქვემოთ მოცემულ ბმულზე: directors.mes.gov.ge“, - აღნიშნულია ოფიციალურ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203