პირველ კლასში 3 საათში 36 892 ბავშვი დარეგისტრირდა - იხილეთ თავისუფალი ადგილების რაოდენობა
პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის ფარგლებში 3 საათში 36 892 ბავშვი დარეგისტრირდა. განათლების მარტვის საინფორმაციო სისტემის მიერ
etaloni.ge-სთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სულ გამოცხადებული ადგილების რაოდენობა 87 001 იყო, 12 საათის მონაცემებით კი 36892 პირველკლასელი დარეგისტრირდა, თავისუფალი ადგილების რაოდენობა კი 50 109-ია.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისის მასშტაბით სულ გამოცხადებული - 17 172 ადგილი, აქედან რეგისტრირებულია უკვე 14 035 პირველკლასელი, ხოლო დარჩენილია 3137 ადგილი.